ეს საკმაოდ უჩვეულო წასახემსებელი შეგიძლიათ ლუდზე მისაყოლებლად გამოიყენოთ, ან საუზმეზე მიირთვათ.
ინგრედიენტები:
300 გ ფენოვანი ცომი
1 ცალი შპროტის კონსერვი
150 გ მაგარი ყველი
1 ცალი კვერცხი
მომზადება:
ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ და დაჭრით ოთხკუთხედებად. თითოეულ ნაჭერს მოაყარეთ გახეხილი ყველი და ცენტრში დადეთ 1 ცალი თევზი.
თუ შპროტი პატარაა, შეგიძლიათ 2 ცალიც დადოთ. კუთხეები ამოუკეცეთ და ზემოდან წაუსვით გათქვეფილი კვერცხი. შეგიძლიათ მოაყაროთ სეზამის მარცვლები.
გამოსაცხობად შედგით წინასწარ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15-20 წუთით. გადმოღების შემდეგ გააცივეთ და ისე მიირთვით.