ინგრედიენტები:
ყველი - 250 გ
ლორი - 200 გ
კვერცხი - 2 ც.
ფენოვანი ცომი - 500 გ
მწვანე ხახვი - 1 კონა
მომზადება:
მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით, ყველი გახეხეთ სახეხზე, ლორი დაჭერით პატარა ნაჭრებად. ჯამში გადაურიეთ ერთმანეთში ხახვი, ყველი, ლორი, დაამატეთ 1 კვერცხი.
მოზილეთ ცომი. შემდეგ გააბრტყელეთ და დაჭერით 6 x 12სმ მართკუთხედებად. თითოეული მართკუთხედის ცალ მხარეს დადეთ თითო-თითო სუფრის კოვზი შიგთავსი, ნაპირები დაასველეთ წყლით, დაადეთ მართკუთხედის მეორე ნახევარი და შეაერთეთ ნაპირები.
ღვეზელებს ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და შებრაწეთ 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!