Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=1059 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/1059 0 მარტივი ღვეზელი ფენოვანი ცომისგან მწვანე ხახვით, ყველითა და ლორით 2017-07-18 00:00:00 2017-07-18 00:00:00

ინგრედიენტები:

ყველი - 250 გ

ლორი - 200 გ

კვერცხი - 2 ც.

ფენოვანი ცომი - 500 გ

მწვანე ხახვი - 1 კონა

მომზადება:

მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით, ყველი გახეხეთ სახეხზე, ლორი დაჭერით პატარა ნაჭრებად. ჯამში გადაურიეთ ერთმანეთში ხახვი, ყველი, ლორი, დაამატეთ 1 კვერცხი.

მოზილეთ ცომი. შემდეგ გააბრტყელეთ და დაჭერით 6 x 12სმ მართკუთხედებად. თითოეული მართკუთხედის ცალ მხარეს დადეთ თითო-თითო სუფრის კოვზი შიგთავსი, ნაპირები დაასველეთ წყლით, დაადეთ მართკუთხედის მეორე ნახევარი და შეაერთეთ ნაპირები.

ღვეზელებს ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და შებრაწეთ 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!