რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ნამცხვარი „ნიჟარა“ - ლამაზი და ძალიან გემრიელი
ნამცხვარი „ნიჟარა“ - ლამაზი და ძალიან გემრიელი

ინგრედიენტები:

კვერცხი - 4 ც.

კარაქი ან მარგარინი - 100 გ

არაჟანი - 200 გ

სოდა - 1 ჩ.კ.

ფქვილი - 2,5 ჭიქა

ქიშმიში, ნიგოზი

შაქარი - 200 გ

შაქრის პუდრი მოსაყრელად


მომზადება:

კარაქი და ფქვილი აურიეთ ერთმანეთში, მიიღებთ ნამცეცოვან ცომს. დაამატეთ სოდა, არაჟანი და 4 ც. კვერცხის გული. 

მოზილეთ ცომი, დაყავით მცირე ზომის ბურთულებად და 30 წუთით შედგით მაცივარში. ათქვიფეთ 4 ც. ცილა და შაქარი სქელ ქაფში. 

თითოეული ბურთულა გააბრტყელეთ, შუაში მოათავსეთ 1 ჩ.კ. ათქვეფილი ცილა, ზემოდან დაადეთ ნიგვზის ნახევარი და 2-3 ც. ქიშმიში. მოკეცეთ წრე შუაზე და შემდეგ ისევ შუაზე, ცომი არ დაამაგროთ! 

გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრი.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა