Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=1037 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/1037 0 ნამცხვარი „ნიჟარა“ - ლამაზი და ძალიან გემრიელი 2017-04-28 00:00:00 2017-04-28 00:00:00

ინგრედიენტები:

კვერცხი - 4 ც.

კარაქი ან მარგარინი - 100 გ

არაჟანი - 200 გ

სოდა - 1 ჩ.კ.

ფქვილი - 2,5 ჭიქა

ქიშმიში, ნიგოზი

შაქარი - 200 გ

შაქრის პუდრი მოსაყრელად


მომზადება:

კარაქი და ფქვილი აურიეთ ერთმანეთში, მიიღებთ ნამცეცოვან ცომს. დაამატეთ სოდა, არაჟანი და 4 ც. კვერცხის გული.

მოზილეთ ცომი, დაყავით მცირე ზომის ბურთულებად და 30 წუთით შედგით მაცივარში. ათქვიფეთ 4 ც. ცილა და შაქარი სქელ ქაფში.

თითოეული ბურთულა გააბრტყელეთ, შუაში მოათავსეთ 1 ჩ.კ. ათქვეფილი ცილა, ზემოდან დაადეთ ნიგვზის ნახევარი და 2-3 ც. ქიშმიში. მოკეცეთ წრე შუაზე და შემდეგ ისევ შუაზე, ცომი არ დაამაგროთ!

გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრი.

გემრიელად მიირთვით!