ინგრედიენტები:
კვერცხის ცილა - 10 ც.
კვერცხის გული - 2 ც.
ქათმის ფილე - 1 ც.
ხაჭო - 200 გ
მწვანილი - გემოვნებით
სალათის ფურცლები - გემოვნებით
კეფირი - 0,25 ჭიქა
მარილი - გემოვნებით
პილპილი - გემოვნებით
მომზადება:
1. ცილა და კვერცხის გული აურიეთ ერთმანეთში.
2. მიღებული კვერცხის ნარევისგან ტეფალის ტაფაში გამოაცხეთ 3-5 ბლინი.
3. ქათმის ფილე მოხარშეთ, დაჭერით კუბიკებად, დააყარეთ მარილი და პილპილი.
4. ხაჭო, კეფირი და წვრილად დაჭრილი მწვანილი გადაურიეთ ერთმანეთში.
5. ფორმაში მოათავსეთ კვერცხის ბლინი, ზემოდან - ხაჭოს ფენა, შემდეგ - ქათმის ფენა და ბოლოს - სალათის ფურცლები.
6. ზემოდან დაადეთ შემდეგი კვერცხის ბლინი და გაიმეორეთ ფენები.
7. შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.
გემრიელად მიირთვით!