Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=1036 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/1036 0 ტორტი ქათმით - გემრიელი კერძი მოხდენილი ფიგურის შესანარჩუნებლად 2017-04-28 00:00:00 2017-04-28 00:00:00

ინგრედიენტები:

კვერცხის ცილა - 10 ც.

კვერცხის გული - 2 ც.

ქათმის ფილე - 1 ც.

ხაჭო - 200 გ

მწვანილი - გემოვნებით

სალათის ფურცლები - გემოვნებით

კეფირი - 0,25 ჭიქა

მარილი - გემოვნებით

პილპილი - გემოვნებით

მომზადება:

1. ცილა და კვერცხის გული აურიეთ ერთმანეთში.

2. მიღებული კვერცხის ნარევისგან ტეფალის ტაფაში გამოაცხეთ 3-5 ბლინი.

3. ქათმის ფილე მოხარშეთ, დაჭერით კუბიკებად, დააყარეთ მარილი და პილპილი.

4. ხაჭო, კეფირი და წვრილად დაჭრილი მწვანილი გადაურიეთ ერთმანეთში.

5. ფორმაში მოათავსეთ კვერცხის ბლინი, ზემოდან - ხაჭოს ფენა, შემდეგ - ქათმის ფენა და ბოლოს - სალათის ფურცლები.

6. ზემოდან დაადეთ შემდეგი კვერცხის ბლინი და გაიმეორეთ ფენები.

7. შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.

გემრიელად მიირთვით!