Gurmania.ge Gurmania.ge 2025-02-06 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=1034 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/1034 0 როგორ გამოვაცხოთ გემრიელი და ჰაეროვანი პური მინერალურ წყალზე - მარტივი და სწრაფი რეცეპტი 2017-04-26 00:00:00 2017-04-26 00:00:00

ინგრედიენტები:

ფქვილი - 500 გ

მინერალური წყალი - 300 მლ

საფუარი - 5 გ

მარილი - 10 გ

შაქარი - 1 ჩ.კ.

მომზადება:

ფქვილი გაცერით, დაამატეთ მარილი და შაქარი. დაასხით მინერალური წყალი და მოზილეთ ცომი. ცომი გადაიღეთ ჯამში, გადააფარეთ პირსახოცი და დატოვეთ 20 წუთით. საფუარი გახსენით 2 ს.კ. წყალში, კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ ცომს და მოზილეთ. ცომი ისევ გადაიღეთ ჯამში, გადააფარეთ პირსახოცი და დატოვეთ 1 საათით.

გააკეთეთ ერთი ან რამდენიმე პური და გადაიღეთ ფორმებში, რომლებსაც წინასწარ მოაყარეთ ფქვილი. პურებს ასევე ზემოდან მოაყარეთ ფქვილი. შედგით გამორთულ ღუმელში 1 საათით.

შემდეგ ბასრი დანით გააკეთეთ ჩანაჭრები. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ღუმელის ყველაზე დაბალ თაროზე დადგით ჭიქა ცხელი წყლით. პური გამოაცხეთ 20-30 წუთის განმავლობაში ოქროსფერ ქერქამდე. როცა გამოიღებთ ღუმელიდან, დატოვეთ ფორმაში 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ ამოიღეთ და გააგრილეთ ღუმელის ბადეზე.

გემრიელად მიირთვით!