ინგრედიენტები:
ფქვილი - 150 გ
კვერცხის გული - 1 ც.
კარაქი - 75 გ
მარილი - მწიკვი
წყალი - 3 ს.კ.
მომზადება:
ჯამში აურიეთ ერთმანეთში ფქვილი და მარილი. შემდეგ დაამატეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ცივი კარაქი და ხელით მოზილეთ, რომ ნარევი გამოვიდეს ნამცეცივით. დაამატეთ კვერცხის გული და 2 ს.კ. გაყინული წყალი. აურიეთ და საჭიროებისამებრ დაამატეთ კიდევ 1 ს.კ. წყალი (ცომი უნდა გამოვიდეს ერთგვაროვანი).
ცომისგან გააკეთეთ გუნდა და გაახვიეთ საკვებ ცელოფანში. შედგით მაცივარში 30 წუთით. ცომი გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში მზადყოფნამდე. გამოიყენეთ ტარტალეტკებისა და პეჩენიებისთვის.