Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=1024 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/1024 0 როგორ მოვამზადოთ სწრაფი ფხვიერი ცომი ტარტალეტკებისა და ორცხობილებისთვის - საავტორო რეცეპტი! 2017-03-27 00:00:00 2017-03-27 00:00:00

ინგრედიენტები:

ფქვილი - 150 გ

კვერცხის გული - 1 ც.

კარაქი - 75 გ

მარილი - მწიკვი

წყალი - 3 ს.კ.


მომზადება:

ჯამში აურიეთ ერთმანეთში ფქვილი და მარილი. შემდეგ დაამატეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ცივი კარაქი და ხელით მოზილეთ, რომ ნარევი გამოვიდეს ნამცეცივით. დაამატეთ კვერცხის გული და 2 ს.კ. გაყინული წყალი. აურიეთ და საჭიროებისამებრ დაამატეთ კიდევ 1 ს.კ. წყალი (ცომი უნდა გამოვიდეს ერთგვაროვანი).

ცომისგან გააკეთეთ გუნდა და გაახვიეთ საკვებ ცელოფანში. შედგით მაცივარში 30 წუთით. ცომი გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში მზადყოფნამდე. გამოიყენეთ ტარტალეტკებისა და პეჩენიებისთვის.