
საჭირო მასალა:
ქათამი- 1 ცალი
ერბო ან კარაქი - ½ ჩაის ჭიქა
პომიდორი- 500 გრ
დაფნის ფოთოლი- 2 ცალი
ხახვი- 400 გრ
ქინძი- 3 ძირი
რეჰანი- 2 ძირი
მარილი- გემოვნებით
მომზადება:
ქათამი დაჭერით, ჩააწყვეთ ქვაბში და მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე. როდესაც წყალი ჩაშრება, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ კარაქი ან ერბო და მოხრაკეთ. დაამატეთ დაფნის ფოთოლი, თან დროდადრო კოვზით ურიეთ. დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, კანგაცლილი მოშუშული პომიდორი და ადუღეთ, ვიდრე ქათმის ხორცი არ მოიხარშება. შემდეგ დაუმატეთ დანაყილი წიწაკა, წვრილად დაჭრილი ქინძი და რეჰანი.