Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-27 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=59 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/59 0 უგემრიელესი ქათმის ჩახოხბილი - ნამდვილი ქართული რეცეპტი 2016-01-04 00:00:00 2016-01-04 00:00:00

საჭირო მასალა:

ქათამი- 1 ცალი

ერბო ან კარაქი - ½ ჩაის ჭიქა

პომიდორი- 500 გრ

დაფნის ფოთოლი- 2 ცალი

ხახვი- 400 გრ

ქინძი- 3 ძირი

რეჰანი- 2 ძირი

მარილი- გემოვნებით

მომზადება:

ქათამი დაჭერით, ჩააწყვეთ ქვაბში და მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე. როდესაც წყალი ჩაშრება, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ კარაქი ან ერბო და მოხრაკეთ. დაამატეთ დაფნის ფოთოლი, თან დროდადრო კოვზით ურიეთ. დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, კანგაცლილი მოშუშული პომიდორი და ადუღეთ, ვიდრე ქათმის ხორცი არ მოიხარშება. შემდეგ დაუმატეთ დანაყილი წიწაკა, წვრილად დაჭრილი ქინძი და რეჰანი.