ინგრედიენტები:
ფქვილი - 2 ს.კ.
წყალი - 1,5 ჭიქა
საფუარი (ნედლი) – 30 გ
შაქარი - 1 ს.კ.
მარილი
მომზადება:
1. წყალი ოდნავ გაათბეთ და გახსენით საფუარი.
2. დაამატეთ შაქარი, მარილი, გაცრილი ფქვილი და მოზილეთ არაჟნის კონსისტენციის ცომი. დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 20-30 წუთით. როგორც კი ცომი ამოვა, უკვე შეგიძლიათ ოლადების გამოცხობა. არავითარ შემთხვევაში არ მოურიოთ ცომს.
3. ტაფაში გააცხელეთ ცოტაოდენი ზეთი, დაიცადეთ, რომ გაცხელდეს, და სადილის კოვზით დააწყეთ ოლადები. შეწვით ორივე მხრიდან ოქროსფრამდე.
გემრიელად მიირთვით!