რეცეპტები / სალათები / მწვანე აღმოსავლური სალათი
მწვანე აღმოსავლური სალათი

ინგრედიენტები:

კიტრი - 3 ც.

დაკონსერვებული მწვანე ბარდა - 1 ქილა

სალათის ფურცლები - 1 კონა

კამა - 1 კონა

ოხრახუში - 1 კონა

პიტნა - 2-3 ღერო

ლიმონი - ½ ც.

ზეითუნის ზეთი - გემოვნებით

მარილი - გემოვნებით

პილპილი - გემოვნებით


მომზადება:

1. სალათის ფურცლები გარეცხეთ, გაამშრალეთ და დაჭერით, კამა, ოხრახუში და პიტნა წვრილად დაჭერით. კიტრი დაჭერით ჩხირებად.

2. ჭურჭელში აურიეთ ერთმანეთში სალათის ფურცლები, კამა, ოხრახუში და პიტნა. დაამატეთ მწვანე ბარდა, კიტრი, მარილი და პილპილი. ნახევარ ლიმონს გამოწურეთ წვენი და დაამატეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი. მიღებული ნარევი მოასხით სალათს და კარგად აურიეთ.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა