რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ტორტი „შავი პრინცი“
ტორტი „შავი პრინცი“

ინგრედიენტები:

კვერცხი - 1 ც.

კეფირი - 1 ჭიქა

შაქარი - 1 ჭიქა

სოდა ძმრით - 1 ჩ.კ.

კაკაოს ფხვნილი - 2 ს.კ.

ფქვილი (რამდენსაც მოითხოვს)

 

შიგთავსი:

ნებისმიერი მურაბა ან ჯემი

 

მინანქარი:

არაჟანი - 2 ს.კ.

შაქარი - 0,5 ჭიქა

კარაქი - 50 გ

კაკაოს ფხვნილი - 2 ს.კ.

 

მომზადება:

1. ჯამში გადაურიეთ ერთმანეთში ცომის ყველა ინგრედიენტი ფქვილის გარდა და ათქვიფეთ მიქსერით. შემდეგ თანდათან დაამატეთ ფქვილი და ურიეთ კოვზით, რათა ცომი გახდეს არაჟანის სისქის.

2. ღუმელის ფორმას წაუსვით კარაქი და გადაიღეთ ცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში მზადყოფნამდე. შეამოწმეთ ხის ჩხირით.

3. სანამ ცხვება ბისკვიტი, გააკეთეთ მინანქარი. დაბალ ცეცხლზე გაადნეთ კარაქი, დაამატეთ არაჟანი, შაქარი და კაკაო. მუდმივი მორევით, მიიყვანეთ მასა ერთგვაროვან მდგომარეობამდე.

4. გაგრილებული ბისკვიტი გაჭერით 2 ნაწილად.

5. პირველ ფენაზე გაანაწილეთ მურაბა ან ჯემი (სურვილისამებრ ასევე შეიძლება გამოიყენოთ კარაქთან ათქვეფილი სგუშჩონი), ზემოდან დაადეთ მეორე ფენა და მოასხით თბილი მინანქარი. დატოვეთ ტორტი 1 საათით, შემდეგ კი შეგიძლიათ დაჭრათ.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა