რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ნამცხვარი „პეპელა“ - ტკბილეული მთელი ოჯახისთვის
ნამცხვარი „პეპელა“ - ტკბილეული მთელი ოჯახისთვის

ინგრედიენტები:

მდნარი ყველი - 170 გ

კარაქი - 230 გ

შაქარი - 2 ს.კ.

ფქვილი - 325 გ

მარილი - მწიკვი

ნებისმიერი სქელი ჯემი

შაქრის პუდრი მოსაყრელად

 

მომზადება:

ჯამში დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში მიქსერით საშუალო სიჩქარეზე ათქვიფეთ მდნარი ყველი, დარბილებული კარაქი, შაქარი და მარილი. შემდეგ მიქსერი გადაიყვანეთ დაბალ სიჩქარეზე და თანდათან დაამატეთ ფქვილი. მიიღებთ ფხვიერ მასას. 

ხელით მოზილეთ ცომი და გააკეთეთ გუნდა. ზედაპირს დააყარეთ ფქვილი და გააბრტყელეთ ცომი დაახლოებით 3 მმ სისქის კვადრატად ან მართკუთხედად. დაჭერით ცომი 6 x 6 სმ კვადრატებად. თითოეული კვადრატის შუა ნაწილში მოათავსეთ  1 ჩ.კ. ჯემი. 

ორი საპირისპირო კუთხე მიიტანეთ ერთმანეთთან და კარგად შეაერთედ, რათა გამოცხობის დროს არ გაიხსნას. დააწყეთ ნამცხვარი ღუმელის ფორმაზე ოდნავ მოშორებით ერთმანეთისგან.

გამოაცხეთ 175 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში, სანამ არ მიიღებს ოდნავ ოქროსფერს. როცა ნამცხვარი გამოცხვება, დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში დატოვეთ ფორმაზე, შემდეგ კი გადაიღეთ ბადეზე და მოაყარეთ შაქრის პუდრი.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა