რეცეპტები / ბოსტნეულის კერძები / კარტოფილის უგემრიელესი ჩხირები
კარტოფილის უგემრიელესი ჩხირები

ინგრედიენტები:

მსხვილი კარტოფილი - 6 ც.

ფქვილი - 3 ჭიქა

კვერცხი - 1 ც.

მარილი - 2 ჩ.კ.

მცენარეული ზეთი ფრიტიურისთვის

 

მომზადება:

კარტოფილი გაფცქვენით და მოხარშეთ მარილიან წყალში მზადყოფნამდე. გადაწურეთ წყალი, გააგრილეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.

გააცალკავეთ ერთმანეთისგან კვერცხის გული და ცილა. ცილა ათქვიფეთ ქაფში. კარტოფილის მასაში დაამატეთ კვერცხის გული და აურიეთ. ფრთხილად დაამატეთ ათქვეფილი ცილა, ფქვილი და მარილი. მოზილეთ ცომი.  

დაფას მოაყარეთ ფქვილი, გააბრტყელეთ ცომი დაახლოებით 3-4 მმ სისქის. დაჭერით 3 სმ სიგანისა და 15 სმ სიგრძის ზოლებად. თითოეული ზოლის შუა ნაწილში სიგრძეზე გააკეთეთ ჩანაჭერი, გადააბრუნეთ ზოლის ერთი ბოლო და გაუყარეთ ჩანაჭერს შიდა მხარეს.   

შეწვით წინასწარ გაცხელებულ მდუღარე მდგომარეობამდე ფრიტიურში ორივე მხრიდან, ოქროსფრამდე.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა