
ინგრედიენტები:
ცომი:
ფქვილი - 190 გ
კარაქი - 100 გ
კვერცხი - 1 ც.
სოდა - მწიკვი
მარილი - მწიკვი
შაქარი - 60 გ
ვანილის შაქარი - 1 ჩ.კ.
რომი ან არაყი - 4 ს.კ.
შიგთავსი:
ვაშლი - 4 ც. პატარა ზომის
კვერცხი - 2 ც.
უცხიმო ხაჭო - 500 გ
ლიმონის წვენი - 2 ს.კ.
სახამებელი - 15 გ
ვანილის შაქარი - 1 ჩ.კ.
ქიშმიში - 40 გ
ჩაი
მომზადება:
დაალბეთ ქიშმიში 100 მლ მაგარ შავ ჩაიში.
ცომისთვის: ჯამში გადაურიეთ ერთმანეთში გაცრილი ფქვილი, სოდა, მარილი, შაქარი და ვანილის შაქარი. კარაქი დაჭერით პატარა კუბიკებად და დაამატეთ ფქვილს. ხელით კარგად გასრისეთ კარაქი ფქვილთან და შაქართან. დაამატეთ კვერცხი და რომი (არაყი) და მოზილეთ ცომი. ცომისგან გააკეთეთ გუნდა, გაახვიეთ საკვებ ცელოფანში და შედგით მაცივარში 30 წუთით.
ფორმას წაუსვით კარაქი, გადაიღეთ მასში ცომი და გაუკეთეთ გვერდები. ცომი დაჩხვლიტეთ ჩანგლით. გამოაცხეთ 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი.
შიგთავსისითვის:გადაურიეთ ერთმანეთში ხაჭო, ლიმონის წვენი და სახამებელი ერთგვაროვან მასამდე. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და ვანილის შაქარი. გადაურიეთ ერთმანეთში ორივე ნარევი.
გაფცქვენით ვაშლი, მოაცილეთ გული და დაჭერით 4 ნაწილად. თითოეული ნაწილს გარეთა მხრიდან გაუკეთეთ ოთხი ჩანაჭერი - კვადრატებად. შიგთავსი გაანაწილეთ ცომზე და გადაუსწორეთ ზედაპირი.
ზემოდან დააწყეთ ვაშლის ნაჭრები და მოაყარეთ ჩაისგან გაწურული ქიშმიში. გამოაცხეთ 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 50 წუთი.
გემრიელად მიირთვით!