ინგრედიენტები:
კომბოსტო - 3 კგ
სტაფილო - 3 ც. მსხვილი
ნიორი - 3-4 კბილი
შაქარი - 200 გ
მარილი - 3 ს.კ.
მზესუმზირის ზეთი - 250 გ
ძმარი 9 % - 200 მლ
მომზადება:
კომბოსტო დაჭერით თხლად. სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე. ნიორი გაატარეთ პრესში. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში.
მარინადისთვის:
1 ლ წყალში დაამატეთ შაქარი, მარილი და ზეთი. დადგით ცეცხლზე. როცა ადუღდება, დაამატეთ ძმარი და ადუღეთ კიდევ 2-3 წუთი.
კომბოსტოს დაასხით ცხელი მარინადი. 2 საათში კომბოსტო მზად არის. კარგად აურიეთ და გადაიღეთ ქილაში.
გემრიელად მიირთვით!