რეცეპტები / ცომეული / ფრანგული ცომის მომზადება ყველანაირი ღვეზელისთვის
ფრანგული ცომის მომზადება ყველანაირი ღვეზელისთვის
ცომი ბრიზე – მარილიანი და ტკბილი ღვეზელებისთვის გამოიყენება. იმისათვის, რომ ცომი კარგი გამოგივიდეთ, აუცილებელია გამოიყენოთ საჭირო კონსისტენციის კარაქი – არც ძალიან გაყინული და არც ძალიან დარბილებული.

მარტივად რომ ვთქვათ, კარგი იქნება, თუ კარაქს მაცივრიდან ცომის მომზადების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოიღებთ მაცივრიდან.

ინგრედიენტები:

200 გ ფქვილი;
120 გ კარაქი;
3 სუფრის კოვზი წყალი;
5 გ მარილი.

მომზადების წესი:

ხის დაფაზე დაყარეთ გაცრილი ფქვილი, შუაში გააკეთეთ ჩაღრმავება, ჩაასხით წყალი, მოათავსეთ დაჭრილიკარაქი და მოაყარეთ მარილი. ყველაფერი კარგად აურიეთ, მოზილეთ ცომი. 

ზილეთ იქამდე, სანამ ცომი ელასტიკური არ გახდება. არ უნდა ეკვროდეს ხელებს. შემდეგ დააგუნდავეთ, მოათავსეთ ფქვილმოყრილ დაფაზე, გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 1 ან მეტი საათი.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა