რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ადვილად მოსამზადებელი და ძალიან საინტერესო შოკოლადის ეკლერები
ადვილად მოსამზადებელი და ძალიან საინტერესო შოკოლადის ეკლერები

ინგრედიენტები:

კვერცხი - 4 ც. პატარა ან 3 ც. დიდი

წყალი -250 მლ

კარაქი - 125 გ

შოკოლადი - 28 გ

ფქვილი - 200 გ

მარილი - მწიკვი

 

შიგთავსისთვის:

ნაღები - 1 ჭიქა

 

მინანქარისთვის:

თეთრი შოკოლადი - 50 გ

 

მომზადება:

ქვაბში დაასხით წყალი, დაამატეთ კარაქი, შოკოლადი და მარილი. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე. მდუღარე მასაში დაამატეთ ფქვილი და სწრაფად ამოურიეთ კოვზით. ცომი უნდა მოიხარშოს და მოცილდეს ქვაბის კედლებს, ის გახდება პრიალა და ელასტიური. გადმოდგით ქვაბი. მუდმივად ურიეთ, დაამატეთ თითო-თითო კვერცხი და საგულდაგულოდ აურიეთ ერთგვაროვან და ელასტიურ მასამდე. 

ცოტათი გაგრილებული ცომი გადაიღეთ საკონდიტრო ტომარაში და ფიგურული საცმის დახმარებით დააწყეთ ღუმელის ფორმაზე. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთით. პირველი 15 წუთი სჯობია ღუმელის კარი არ გამოაღოთ. გამომცხვარი ეკლერები გააგრილეთ.       

ნაღები კარგად ათქვიფეთ და გადაიღეთ საკონდიტრო ტომარაში. შეავსეთ შოკოლადის ეკლერები ათქვეფილი ნაღებით. თეთრი შოკოლადი გაადნეთ წყლის აბაზანაზე და მოასხით ეკლერებს.

გემრიელად მიირთვით!                                                          



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა