ინგრედიენტები:
ქათმის ფრთა - 1 კგ
არაჟანი - ½ ჭიქა
ტომატის პასტა - ½ ჭიქა
პილპილი, მარილი - გემოვნებით
ნიორი - გემოვნებით
სანელებლები - გემოვნებით
მომზადება:
არაჟანი და ტომატის პასტა გადაურიეთ ერთმანეთში. დაამატეთ გემოვნებით პრესში გატარებული ნიორი და სანელებლები. ქათმის ფრთა გარეცხეთ და დააყარეთ მარილი და პილპილი.
შემდეგ მოასხით ნარევი, მოურიეთ და დატოვეთ 30 წუთით.
ღუმელის ფორმას გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი, დააწყეთ ქათმის ფრთა და შებრაწეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!