რეცეპტები / სალათები / კარტოფილი „დოფინე“
კარტოფილი „დოფინე“

ინგრედიენტები:

კარტოფილი - 1 კგ

კვერცხი - 1 ც.

რძე - 1 ჭიქა

მაგარი ყველი - 200 გ

ნიორი - 2 კბილი

კარაქი - 50 გ

მარილი, პილპილი, სანელებლები - გემოვნებით

მწვანე ხახვი - 3-4 ც.

 

მომზადება:

გაფცქვენით კარტოფილი და დაჭერით მრგვალ 2-3 მმ სისქის ნაჭრებად. ფორმას წაუსვით კარაქი და დაჭყლეტილი ნიორი. გადაიღეთ დაჭრილი კარტოფილი და დააწყეთ ფენებად.

ყველი გახეხეთ სახეხზე და ¾ გადაურიეთ კვერცხს. დაამატეთ რძე, მარილი, პილპილი და სანელებლები გემოვნებით. კარგად აურიეთ და ოდნავ ათქვიფეთ.

მოასხით კარტოფილს ყველისა და რძის ნარევი და ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი გახეხილი ყველი.  

გამოაცხეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45 წუთი. ღუმელიდან გამოღებულ კარტოფილს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და მიიტანეთ სუფრასთან.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა