
ინგრედიენტები:
კარაქი - 225 გ
ფქვილი- 2 ჭიქა
შაქრის პუდრი - ½ ჭიქა
შიგთავსი:
სგუშჩონი - 1 ქილა
კვერცხი - 4 ც.
ლიმონის წვენი - 2/3 ჭიქა
ლიმონის ცედრა - 1 ს.კ.
ფქვილი - 1 ს.კ.
სოდა - 1 ჩ.კ.
მარილი - მწიკვი
მომზადება:
1. შაქრის პუდრი გაცერით ფქვილთან ერთად და აურიეთ ერთმანეთში.
2. დაამატეთ დარბილებული კარაქი და დაჩეხეთ დანით უხეში ნამცეცების მიღებამდე.
3. ნამცეცები გადაიღეთ გამოსაცხობ ფორმაში, ნაპირებში ოდნავ გაუკეთეთ გვერდები. გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი.
4. სანამ ცხვება ფუძე, მოამზადეთ შიგთავსი: ათქვიფეთ კვერცხი მიქსერით ფაფუკი თეთრი მასის მიღებამდე. შემდეგ მუდმივი მორევით წვრილი ნაკადით დაამატეთ სგუშჩონი. ათქვიფეთ მანამ, სანამ მასა არ გახდება ჰაეროვანი და თეთრი. შემდეგ დაამატეთ გახეხილი ლიმონის ცედრა, ლიმონის წვენი, ფქვილი, სოდა და მწიკვი მარილი. ყველაფერი ერთად კარგად აურიეთ და გადაიღეთ ფორმაში, სადაც მოთავსებულია ფუძე. შედგით ისევ ღუმელში და გამოაცხეთ კიდევ 25 წუთი შიგთავსის მზადყოფნამდე.
5. გაგრილებულ ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის პუდრი, დაჭერით და მიიტანეთ სუფრასთან.
გემრიელად მიირთვით!