რეცეპტები / წვნიანები / წვნიანი ოსპითა და პომიდვრით - გემრიელი და სასარგებლო
წვნიანი ოსპითა და პომიდვრით - გემრიელი და სასარგებლო

ინგრედიენტები:

ოსპი - 1 ჭიქა

გახეხილი სტაფილო - 1 ჭიქა

ნიორი - 4-5 კბილი

ხახვი - 1 ც.

პომიდორი - 4 ც.

ზეითუნის ზეთი - გემოვნებით

მარილი, პილპილი - გემოვნებით

ზაფრანა - გემოვნებით

რეჰანი (გამხმარი) - გემოვნებით

ტარხუნა (გამხმარი) - გემოვნებით

 

მომზადება:

1. ოსპი გარეცხეთ, გაწურეთ, დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე. ხარშეთ თავსახურის ქვეშ დაბალ ცეცხლზე 20-30 წუთი.

2. ტაფა გააცხელეთ. მთლიანი ნიორის კბილები მოშუშეთ ზეითუნის ზეთში არომატის გაჩენამდე. შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, გახეხილი სტაფილო და მოშუშეთ ყველაფერი ერთად ოქროსფრამდე.

3. პომიდორი დამდუღრეთ, გააცილეთ კანი, წვრილად დაჭერით და გადაიღეთ ტაფაში, სადაც იშუშება ბოსტნეული. მოშუშეთ 5 წუთის განმავლობაში, პერიოდულად მოურიეთ. შემდეგ ბოსტნეულის ნარევი გადაიღეთ ოსპის წვნიანში და კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ მარილი, პილპილი, ზაფრანა, რეჰანი და ტარხუნა. კარგად აურიეთ, მიიყვანეთ წვნიანი დუღილამდე და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 5 წუთი.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა