რეცეპტები / ცომეული / კექსი ჩირით - თავს ვერ შეიკავებთ, საოცარი გემო აქვს!
კექსი ჩირით - თავს ვერ შეიკავებთ, საოცარი გემო აქვს!

ინგრედიენტები:

კარაქი - 200 გ

შაქარი - 150 გ

კვერცხი - 4 ც.

ქიშმიში - 150 გ

კურაგა - 100 გ

შავი ქლიავი - 100 გ

ნიგოზი ან თხილი - 150 გ

ფქვილი - 300 გ

სოდა - 1 ჩ.კ.

 

მომზადება:

ჩირს დაასხით ცხელი წყალი და დატოვეთ 15 წუთით. კარაქი წვრილად დაჩეხეთ დანით და აურიეთ შაქართან. დაამატეთ კვერცხი და კარგად აურიეთ.

ჩირს გადაავლეთ წყალი და წვრილად დაჭერით. ნიგოზი ან თხილი წვრილად დაჭერით. გადაურიეთ ჩირს და გადაიღეთ კარაქისა და შაქრის ნარევში. დაამატეთ გაცრილი ფქვილი და სოდა. ფქვილი არ მოგივიდეთ ზედმეტი! ცომი უნდა გამოვიდეს, როგორც ძალიან სქელი არაჟანი.

კექსის ფორმას წაუსვით კარაქი, გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და გადაიღეთ მასზე ცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 50 წუთის განმავლობაში. მზადოფნა შეამოწმეთ ხის ჩხირით.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა