რეცეპტები / ცომეული / სუპერ გემრიელი ხორცის ღვეზელი ფენოვანი ცომისგან
სუპერ გემრიელი ხორცის ღვეზელი ფენოვანი ცომისგან

ინგრედიენტები:

ფარში - 300 გ

ფენოვანი ცომი - 2 შეფუთვა

ხახვი - 1 ც.

კვერცხი - 1 ც.

მარილი - 0,5 ჩ.კ.

 

მომზადება:

ხახვი წვრილად დაჭერით და გადაურიეთ ფარშს, დაამატეთ მარილი. გადაიღეთ ტაფაზე და მოშუშეთ მუდმივი მორევით ნახევრად მზადყოფნამდე. 

ცომის ნაწილი გააბრტყელეთ ღუმელის ფორმის ზომაზე და გაანაწილეთ მასზე ფარში. ზემოდან დაადეთ გაბრტყელებული ცომის მეორე ფენა, შეაერთეთ ნაპირები და ზედმეტი ცომი მოაჭერით დანით. 

ღვეზელს ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და რამდენიმე ადგილას ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით.

 გამოაცხეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა