რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ყველაზე ნაზი და ფუმფულა ესპანური ფუნთუშები Ensaimadas
ყველაზე ნაზი და ფუმფულა ესპანური ფუნთუშები Ensaimadas
ინგრედიენტები:

ფქვილი 300 გ;
მშრალი საფუარი – 1 ჩ.კ;
შაქარი – 1/4 ჭიქა;
კვერცხი _ 1 ცალი;
ზეთი – 2 ს/კ;
თბილი წყალი – 120 მლ;
100 გ დარბილებული კარაქი;
ნებისმიერი გულსართი (ჯემი, გახეხილი გოგრა + შაქარი + დარიჩინი; 
ვაშლის პიურე);
შაქრის პუდრა.

მომზადების წესი:

1. მიქსერის ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, საფუარი, მარილი, შაქარი. დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და აურიეთ ხის კოვზით, შემდეგ კი მიქსერის სპირალისებური ჩხირით მოზილეთ ელასტიური ცომი 10 წუთის განმავლობაში. ცომი რბილი უნდა გამოვიდეს და 
არა წებოვანი. გადმოიტანეთ ცომი ზეთწასმულ ჯამში, გადააფარეთ ჩაის ტილო ან საკვების შესაფუთი ცელოფანი. გააჩერეთ ცომი იქამდე, სანამ ისე არ გაფუვდება, რომ მოცულობაში გაორმაგდეს.

2. ღუმელის გამოსაცხობ ტაფაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. გაფუებული ცომი გაყავით 4 ნაწილად.

3. წაუსვით სამუშაო მაგიდას კარაქი. აიღეთ ცომის ერთი ნაწილი  და გააბრტყელეთ სწორკუთხედად, ზემოდან წაუსვით სქლად დარბილებული კარაქი.

4. გაანაწილეთ გაბრტყელებულ ცომზე სასურველი გულსართი და  გადაახვიეთ რულეტად. რულეტი კი დაახვიეთ ლოკოკინასავით.

5. გადაიტანეთ “ლოკოკინა” ცხიმწასმულ ტაფაზე, ზემოდან წაუსვით  კარაქი. იგივე პროცედურა გაიმეორეთ ცომის დანარჩენ ნაწილებზეც. 

6. დადგით ტაფა თბილ ადგილას, რომ ღვეზელები კიდევ ამოფუვდეს (დაახლოებით 30-40 წუთი). ამასობაში გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.

7. აცხვეთ ფუნთუშები 20 წუთის განმავლობაში. გამომცხვარ ცხელ ფუნთუშებს მოაყარეთ შაქრის პუდრა.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა