რეცეპტები / ცომეული / ფენოვანი ხაჭოთი და ქიშმიშით -სწრაფი და საოცარი რეცეპტი
ფენოვანი ხაჭოთი და ქიშმიშით -სწრაფი და საოცარი რეცეპტი

ინგრედიენტები:

უსაფუარო ფენოვანი ცომი - 400 გ

ხაჭო - 400 გ

კვერცხი - 1 ც.

შაქარი - 3-4 ს.კ.

არაჟანი - 1-2 ს.კ.

ვანილი - 1/3 ჩ.კ.

ქიშმიში - გემოვნებით

კვერცხი - მოსასმელად

შაქრის პუდრი და კუნჟუტი (სეზამი) - მოსაყრელად

 

მომზადება:

ქიშმიში დაალბეთ ცხელ წყალში და გააშრეთ. აურიეთ ერთმანეთში ხაჭო, 1 ც. კვერცხი, არაჟანი, ვანილი და ქიშმიში. გაალღვეთ ცომი და გაყავით 2 ნაწილად. გააბრტყელეთ 15x35 სმ მართკუთხედებად. თითოეულ მართკუთხედს წაუსვით ხაჭოს შიგთავსის ნახევარი ულუფა, არ მისული ნაპირებამდე. 

დაახვიეთ რულეტებად, შეაერთედ ბოლოები და დაჭერით 3-4 სმ სიგანის ნაჭრებად. გადაიღეთ პერგამენტის ქაღალდით მოფენილ ღუმელის ფორმაზე, ზემოდან წაუსვით კვერცხი და მოაყარეთ სურვილისამებრ კუნჟუტით, დარიჩინით ან შაქრით.

გამოაცხეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში სანამ არ მიიღებს ოქროსფერს. როცა ნამცხვარი გაგრილდება, მოაყარეთ შაქრის პუდრი.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა