ინგრედიენტები:
ანანასი - 18 რგოლი
ფენოვანი ცომი - 1 შეფუთვა
კვერცხის გული - 2 ც.
ვანილის შაქარი ან რომის სიროფი - 1 ს.კ.
ყავისფერი შაქარი - მოსაყრელად (სურვილისამებრ)
დარიჩინი - სურვილისამებრ
მომზადება:
ცომი გააბრტყელეთ 2-3 მმ სისქემდე და დაჭერით 1,5 სმ სიგანის ზოლებზე. ანანასის რგოლები დააწყეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოცილდეს ზედმეტი სისველე. შეიძლება მოაყაროთ დარიჩინი. დაახვიეთ რგოლები ცომის ზოლებით, რგოლის შუაში სიცარიელის გავლით.
დააწყეთ რგოლები პერგამენტის ქაღალდით მოფენილ ღუმელის ფორმაზე, ზემოდან წაუსვით კვერცხის გული და სურვილისამებრ მოაყარეთ მსხვილი ყავისფერი შაქარი. გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20-30 წუთი. როცა ნამცხვარი გაგრილდება, მოაყარეთ შაქრის პუდრი.
გემრიელად მიირთვით!