
ინგრედიენტები:
შოკოლადი - 2 ფილა (1 რძიანი, 1 შავი შოკოლადი - სულ 200 გ)
ნაღები 33 % - ¼ ჭიქა
მოდუღებული ყავა - 2 ს.კ.
კაკაო ან გატარებული ნიგოზი ან თხილი - მოსაყრელად
მომზადება:
ნაღები მოათავსეთ ქვაბში და მიიყვანეთ დუღილამდე. შოკოლადი წვრილად დატეხეთ, დაამატეთ ცხელი ნაღები და 2 ს.კ. მაგარი ყავა. დატოვეთ 10-15 წუთით, შემდეგ კარგად აურიეთ ერთგვაროვნამდე და შედგით მაცივარში 40 წუთით.
ნიგოზი ან თხილი მოხალეთ, გააგრილეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მაცივრიდან გამოიღეთ შოკოლადის ნარევი.
კოვზით აიღეთ ცოტაოდენი რაოდენობა, გააკეთეთ ბურთულები და ამოავლეთ კაკაოს ფხვნილში ან ნიგოზში (თხილში). მომზადებული ტრიუფელები შედგით მაცივარში ან საყინულეში გასასქელებლად.
გემრიელად მიირთვით!