რეცეპტები / ცომეული / კარტოფილის ოლადები ლორით
კარტოფილის ოლადები ლორით

ინგრედიენტები:

დაფქული ბეგქონდარა - მწიკვი

კარტოფილი - 700 გ

ხახვი - 1 დიდი თავი

ლორი - 100 გ

შებოლილი ყველი - 100 გ

კვერცხი - 1 ც.

ფქვილი - 1 ს,კ.

ზეთი - 4 ს.კ.

წვრილად დაჭრილი კამა და ოხრახუში - 1 ს.კ.

მარილი, პილპილი - გემოვნებით

 

მომზადება:

1. ხახვი წვრილად დაჭერით, ლორი და შებოლილი ყველი დაჭერით მცირე კუბიკებად. კარტოფილი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, გადაიღეთ საცერზე და კოვზით გაწურეთ.

2. გადაურიეთ ერთმანეთში კარტოფილი, ფქვილი, კვერცხი, ხახვი, ლორი, ყველი, მწვანილი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ.

3. ტაფაში გააცხელეთ 1 ს.კ. ზეთი. კოვზით დააწყეთ ტაფაზე ცომი და შეწვით 3-4 წუთი ყოველი მხრიდან ოქროსფერ ქერქამდე. დაამატეთ ზეთი და შეწვით დანარჩენი ოლადიები.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა