რეცეპტები / აზიური სამზარეულო / ხორცის უგემრიელესი რულეტი
ხორცის უგემრიელესი რულეტი

ინგრედიენტები:

ფარში - 500 გ

კვერცხი- 3 ც.

ხახვი - 1 ც.

ნიორი - 3 კბილი

ფუნთუშა ან საფანელი

რძე - ფუნთუშას დასასველებლად

მწვანე ხახვი - 4-5 ც.

მაიონეზი - 1 ს.კ.

გახეხილი მაგარი ყველი - ½ ჭიქა

პომიდორი - 1 ც.

მარილი და პილპილი - გემოვნებით


მომზადება:

ფარშს დაამატეთ 1 ც. კვერცხი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი, რძეში დასველებული ფუნთუშა. ყველაფერი კარგად აურიეთ. დაამატეთ მარილი, პილპილი.


შიგთავსისთვის: 

ცალკე ჭურჭელში გახეხეთ სახეხზე 2 ც. მოხარშული და გაგრილებული კვერცხი, დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, მარილი, პილპილი და მაიონეზი.

მაგიდაზე გაშალეთ საკვები ცელოფანი და წაუსვით ზეთი. გადაიღეთ ფარში და მიეცით  მართკუთხედის ფორმა. 

ზემოდან შუა ნაწილში გაანაწილეთ შიგთავსი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და  დაახვიეთ რულეტად. საკვები ცელოფნის დახმარებით გადაიტანეთ რულეტი ღუმელის ფორმაზე. ზემოდან დააწყეთ თხლად დაჭრილი პომიდვრის რგოლები.                                                                

შებრაწეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში. შებრაწვის დროს ფორმაში დაამატეთ ცოტაოდენი წყალი. როცა ხორცის რულეტი მზად იქნება, გააგრილეთ და დაჭერით.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა