რეცეპტები / მსუბუქი კერძები - საუზმეული / არისტოკრატების საუზმე 5 წუთში - ერბოკვერცხი ბენედიქტი
არისტოკრატების საუზმე 5 წუთში - ერბოკვერცხი ბენედიქტი

ამბობენ, რომ ეს ფრანგული რეცეპტი სპეციალურად რესტორნების ყველაზე მომთხოვნი კლიენტებისთვის შეიქმნა.

ვაღებთ მაცივრის კარს. რა გვაქვს საუზმედ? მაშ ასე... იოგურტი არ გვაქვს, რძეც აღარ ყოფილა, მხოლოდ ლორის ნაჭრები, რადმენიმე კვერცხი და პომიდორია. სადღაც პურის ნაჭრებიც უნდა იყოს. 

თუკი ბანალური ერბოკვერცხი მოგბეზრდათ, მშვენიერი იდეა გვაქვს – ვამზადებთ კვერცხს ბენედიქტს – არისტოკრატების საუზმეს 5 წუთში.

ერთ-ერთი ვერსიით ბენედიქტის ერბოკვერცხი ახალი ორლეანის ერთ-ერთი პატარა რესტორნის შეფ-მზარეულმა მოიფიქრათავისი მუდმივი კლიენტებისთვის – ცოლ-ქმრისთვის გვარად ბენედიქტი, რომლებმაც მზარეულს მოსთხოვეს, საუზმედ რაიმე განსაკუთრებული მოემზადებინა.

მაშ ასე, თავდაპირველად ვხარშავთ კვერცხს“ტომრისებურად”, ამ ხერხს სხვაგვარად “პაშოტს” უწოდებენ. ანუ კვერცხი უნაჭუჭოდ იხარშება: ადუღებულ წყალს ვუმატებთ 4 ჩაის კოვზ ძმარს, შემდეგ ვუკლებთ ცეცხლს და ფრთხილად ვაგდებთ ადუღებულ წყალში უმ კვერცხს. იდეალური იქნება, თუ გული ცილაში დარჩება.

ვხარშავთ 2 წუთი, სანამ კვერცხის კომპოზიცია არ შეიკვრება.

შემდეგ ვწვავთ პურსა და ლორს ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან. თეფშზე ვდებთ შემწვარ ტოსტს, მასზე შემწვარ ლორს, პომივდრის მრგვლად დაჭრილ ნაჭერს, ზემოდან კი ფრთხილად ვდებთ კვერცხ-პაშოტს.

საუკეთესოა, თუკი ბუტერბროდს ჰოლანდიურ სოუსსაც მოვასხამთ – მაიონეზის ანალოგს, რომელიც კვერცხის გულისა და ლიმონის წვენისგან მზადდება. მაგრამ როცა ვჩქარობთ, ჩვეულებრივი მაიონეზი, ან არაჟანიც გამოდგება.

საუზმე მზად არის. 



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა