
ინგრედიენტები:
კივი - 6 ც.
ბანანი - 2 ც.
წყალი - 0,5 ჭიქა
იოგურტი - 500 მლ
შაქარი - 70 გ
კარაქი - 70 გ
ჟელატინი - 25 გ
პეჩენია - 200 გ
ლიმონის წვენი - 20 გ
მომზადება:
პეჩენია დააქუცმაცეთ ბლენდერში, დაამატეთ დარბილებული კარაქი, კარგად აურიეთ. ნარევი გადაიღეთ 22-24 სმ დიამეტრის ფორმაში (რომელსაც ეხსნება გვერდები) და შედგით მაცივარში.
ჟელატინს დაასხით ცხელი წყალი და დატოვეთ, სანამ არ გაიხსნება. გაფცქვენით კივი და ბანანი. კივი დაჭერით კუბიკებად, ბანანი - რგოლებად. ხილი გაანაწილეთ პეჩენიის ფენაზე.
იოგურტი ათქვიფეთ შაქართან, დაამატეთ ლიმონის წვენი, წვრილი ნაკადით დაასხით გახსნილი ჟელატინი. იოგურტის მასა გაანაწილეთ ხილზე და ისევ შედგით მაცივარში გასასქელებლად. მომზადებული ტორტი მორთეთ კივის ნაჭრებით.
გემრიელად მიირთვით!