
ინგრედიენტები:
რბილი ხაჭო - 350 გ
მარგარინი (დარბილებული) – 250 გ
ფქვილი - 420-450 გ
გამაფხვიერებალი - 1 ჩ.კ.
ვანილი - 1 გ
შაქარი (მოსაყრელად) – 100 გ
მომზადება:
ხაჭო დაჭყლიტეთ ჩანგლით ვანილთან და დარბილებულ მარგარინთან ერთად.
დაამატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი (ჯერ დაამატეთ 400 გ ფქვილი, დანარჩენი კი საჭიროებისამებრ). ფქვილის რაოდენობა დამოკიდებულია ხაჭოს სისველესა და ცხიმიანობაზე. ცომი უნდა გამოვიდეს რბილი და არა მწებვარე. ცომი შედგით მაცივარში მინიმუმ 30 წუთით.
ცივი ცომი გააბრტყელეთ 0,5 სმ სისქის. სამუშაო მაგიდასა და ცომს მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი. ამოჭერით ნებისმიერი ფორმისა და ზომის ნამცხვრები.
თეფშზე დაყარეთ შაქარი. ამოჭრილი ნამცხვრები ცალი მხრიდან ჩააწეთ შაქარში და ხელით დააჭირეთ, რომ მიეწებოს. შაქრიანი ნამცხვრები დააწყეთ პერგამენტით მოფენილ ღუმელის ფორმაზე.
გამოაცხეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ოდნავ ოქროსფრამდე, დაახლოებით 15-20 წუთი.
გემრიელად მიირთვით!