რეცეპტები / გამორჩეული გემო / ოჯახური - საუკეთესო კერძი ვახშმისთვის ოჯახურ წრეში
ოჯახური - საუკეთესო კერძი ვახშმისთვის ოჯახურ წრეში

ინგრედიენტები:

ღორის ხორცი - 500 გ

კარტოფილი - 400 გ

ხახვი - 3 ც.

არაჟანი - 2 ს.კ.

ძმარი - 2 ს.კ.

თეთრი მშრალი ღვინო- 60 მლ

ზეითუნის ზეთი - 50 მლ

კოწახური - 0,5 ჩ.კ.

ტომატის პასტა - 1 ს.კ.

დაფქული ქინძი - მწიკვი

დაფნის ფოთოლი - 4 ც.

მარილი - გემოვნებით

პილპილი - გემოვნებით

 

მომზადება:

1. ხორცი ქონიანად დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.

2. მოამზადეთ მარინადი: აურიეთ ერთმანეთში არაჟანი, ტომატის პასტა, 10 მლ თეთრი ღვინო, ძმარი, შემდეგ დაამატეთ 2 ც. თხელ რგოლებად დაჭრილი ხახვი, კოწახური, დაფნის ფოთოლი, ქინძი, მარილი და პილპილი.

3. ხორცს მოასხით მარინადი, დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში მთელი ღამით.

4. ხორცი გამოიღეთ, მარინადი გადაასხით, დაფნის ფოთოლი კი დატოვეთ. შეწვით ხორცი ცხიმის გარეშე კარგად გაცხელებულ ტაფაში. 10 წუთის შემდეგ დაასხით დანარჩენი ღვინო და 30 მლ წყალი. მუდმივი მორევით, 20 წუთის განმავლობაში გააგრძელეთ ხორცის შეწვა.

5. კარტოფილი გაფცქვენით და მსხვილად დაჭერით. სხვა ტაფაში კარგად გააცხელეთ ზეთი და ძლიერ ცეცხლზე შეწვით კარტოფილი 10-15 წუთის განმავლობაში.

6. ხორცს მოაშორეთ დაფნის ფოთოლი, გადაიღეთ კარტოფილთან ერთად საერთო ლანგარზე. დარჩენილი ხახვი მსხვილად დაჭერით და მოაყარეთ კერძს.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა