
ინგრედიენტები:
ფქვილი - 100 გ
ლიმონი - 1 ც.
შვრიის ფანტელი (გერკულესი) – 100 გ
კეფირი - 200 მლ
კვერცხი - 2 ც.
სოდა - 1 ჩ.კ.
შაქარი - გემოვნებით
მომზადება:
შვრიის ფანტელი დააქუცმაცეთ ბლენდერში. ლიმონი კანიანად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. გადაურიეთ ერთმანეთში შვრია, ფქვილი, სოდა და შაქარი. დაამატეთ კეფირი და კვერცხი და აურიეთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე.
სადილის კოვზით დადეთ ცომი პერგამენტის ქაღალდით მოფენილ ფორმაზე.
გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!