რეცეპტები / წვნიანები / უგემრიელესი და არომატული ხორცის აზუ
უგემრიელესი და არომატული ხორცის აზუ

ინგრედიენტები:

ნებისმიერი ხორცი - 500 გ

მჟავე კიტრი - 150 გ

პომიდორი ან ტომატის პასტა - 150 გ

სტაფილო - 100 გ

ხახვი - 1 ც. (დიდი )

ნიორი - 3 კბილი

დაფნის ფოთოლი, პილპილი, მარილი - გემოვნებით

მომზადება:

ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და შეწვით გახურებულ ტაფაში. გაფცქვენით და დაჭერით ბოსტნეული. დაბრაწულ ხორცს დაამატეთ ხახვი და კიტრი, შემდეგ სტაფილო და პომიდორი (ან ტომატის პასტა). 

თუ გინდათ მეტი წვენი ჰქონდეს კერძს, დაამატეთ ადუღებული წყლისა და მცირე რაოდენობის ფქვილის ნარევი. უყავით მარილი და ამოურიეთ. დაუწიეთ ცეცხლს და კიდევ ცოტა ხანი მოშუშეთ. 

მომზადებული აზუ შეკაზმეთ ნივრით, დაფნის ფოთოლითა და პილპილით. სურვილისამებრ შეიძლება მოაყაროთ ხორცისთვის განკუთვნილი სანელებლით.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა