რეცეპტები / გამორჩეული გემო / მდნარი ყველის რულეტები ლორით
მდნარი ყველის რულეტები ლორით

ინგრედიენტები:

მდნარი ყველი - 8 ფირფიტა

კვერცხი - 2 ც.

ლორი - 100 გ

მაიონეზი - 2 ს.კ.

კიტრის მწნილი - 2 ც.

ნიორი - 2 კბილი

კამა - 1 კონა

სალათის ფურცლები

მარილი, პილპილი - გემოვნებით

მომზადება:

კვერცხი მოხარშეთ, გააგრილეთ და გაფცქვენით. გააცალკავეთ ერთმანეთს ცილა და კვერცხის გული. ორივე ცალ-ცალკე გახეხეთ სახეხზე.

ლორი დაჭერით წვრილად. კიტრი დაჭერით თხელ ზოლებად. კამა წვრილად დაჭერით. 

გადაურიეთ ერთმანეთში გახეხილი ცილა, ლორი, კამა, მაიონეზი და წვრილად დაჭრილი ნიორი, დაამატეთ მარილი და პილპილი.                                                                                           

მდნარი ყველის ფირფიტაზე დადეთ ნაზავი, ზემოდან დაადეთ კიტრის ნაჭერი, დაახვიეთ ყველი მჭიდრო რულეტად. რულეტის ბოლოები ჩააწეთ მაიონაზში და შემდეგ - გახეხილ კვერცხის გულში. დააწყეთ რულეტები სალათის ფურცლებით მოფენილ ლანგარზე.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა