ინგრედიენტები:
კვერცხი - 1 ც.
მზესუმზირის ზეთი - 160 მლ
მდოგვი (სურვილისამებრ) – 0,5 ჩ.კ.
მარილი - 0,5 ჩ.კ.
შაქარი - 0,5 ჩ.კ.
ლიმონის წვენი - 1 ს.კ.
მომზადება:
ჯამში გატეხეთ კვერცხი, დაამატეთ მდოგვი, შაქარი და მარილი. ათქვიფეთ ინგრედიენტები მიქსერით ერთგვაროვნამდე. არ შეაჩეროთ თქვეფა და ისე ამატეთ წვრილი ნაკადით მზესუმზირის ზეთი, სანამ მაიონეზი არ მიიღებს სასურველ კონსისტენციას. როცა მაიონეზი გასქელდება, დაამატეთ ლიმონის წვენი (ამ დროს მაიონეზი ხდება შედარებით თხევადი) და ათქვიფეთ ერთგვაროვნამდე.
გემრიელად მიირთვით!