რეცეპტები / ცომეული / ლიმონისა და სტაფილოს პეროგი
ლიმონისა და სტაფილოს პეროგი

ინგრედიენტები:

სტაფილო - 3 ც.

ფქვილი - 1 ჭიქა

კვერცხი - 3 ც.

შაქარი - ¾ ჭიქა

ლიმონი - 1 ც.

კარაქი - 10 გ

მომზადება:

1. კვერცხს დაამატეთ შაქარი და კარგად ათქვიფეთ შაქრის სრულ გახსნამდე.

2. შემდეგ დაამატეთ ფქვილი. ყველაფერი ათქვიფეთ მიქსერით ერთგვაროვნამდე.

3. ლიმონის ცედრა გახეხეთ წვრილ სახეხზე. გაწურეთ 2 ს.კ. წვენი. ცედრა და წვენი დაამატეთ ცომში.

4. სტაფილო გახეხეთ წვრილ სახეხზე და აურიეთ ცომთან ერთად.

5. ფორმის ძირში დააფინეთ პერგამენტი, კედლებს კი მოუსვით კარაქი. ცომი გადაიღეთ ფორმაში და გადაუსწორეთ ზედაპირი. გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთი. მზადყოფნა შეამოწმეთ კბილის საჩიჩქნით.

6. პეროგი მზად არის! გაგრილებული პეროგი სურვილისამებრ შეგიძლიათ მორთოთ კრემით ან მოაყაროთ შაქრის პუდრი.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა