რეცეპტები / ცომეული / ხრაშუნა და არომატული კარტოფილის კვერები ფინურად
ხრაშუნა და არომატული კარტოფილის კვერები ფინურად

ინგრედიენტები:

კარტოფილი - 6 ც.

კვერცხი - 1 ც.

ფქვილი - 100 გ + კიდევ ცოტა მოსაყრელად

მცენარეული ზეთი

მარილი, პილპილი

კუნჟუტი (სეზამი)

მომზადება:

კარტოფილი გაფცქვენით და მოხარშეთ მარილიან წყალში. წყალი გადაასხით და დაჭყლიტეთ კარტოფილი. გააგრილეთ, დაამატეთ კვერცხი, მარილი, პილპილი, ფქვილი და მოზილეთ ცომი. თუ მასა გამოვიდა ზედმეტად მწებვარე, წაისვით ხელებზე ცოტაოდენი ზეთი.

ცომი გაყავით 6-7 ნაწილად და გააკეთეთ ბურთულები. თითოეული ბურთულა ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ გააბრტყელეთ და გააკეთეთ 1,5 სმ სისიქის კვერები. კვერები დააწყეთ პერგამენტით მოფენილ ღუმელის ტაფაზე. დაჩხვლიტეთ კვერები ჩანგლით, წაუსვით მცენარეული ზეთი და მოაყარეთ კუნჟუტი ან სანელებლები სურვილისამებრ. გამოაცხეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შებრაწვამდე.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა