რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / მანდარინის პეროგი
მანდარინის პეროგი

ინგრედიენტები:

მანდარინი - 3 ც. დიდი ზომის

შაქარი - 1 ჭიქა

კვერცხი - 3 ც.

ნუშის ფქვილი - 3 ჭიქა

სოდა - 1 ჩ.კ.

შაქრის პუდრი - მოსაყრელად

მომზადება:

მანდარინი კარგად გარეცხეთ, ჩააწყეთ ქვაბში და დაასხით იმდენი წყალი, რომ მთლიანად დაფაროს ისინი. მიიყვანეთ დუღილამდე და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთი. პირველი წყალი გადაასხით და მეორე წყალშიც ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ამოიღეთ წყლიდან და გააგრილეთ. გაჭერით მანდარინები და მოაცილეთ კურკები. მოათავსეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ ფაფის კონსისტენციამდე. შეიძლება გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაშიც.  

კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ ერთმანეთში. დაამატეთ ყველა ინგრედიენტი, მანდარინის პიურეს ჩათვლით, და კარგად აურიეთ.  

ცომი გადაიღეთ 23 სმ დიამეტრის ფორმაში. გამოაცხეთ 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. პეროგი მაშინ ამოიღეთ ფორმიდან, როცა გაგრილდება. მოაყარეთ შაქრის პუდრი და მორთეთ ციტრუსის ცედრით.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა