რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ნამცხვარი „შუ“
ნამცხვარი „შუ“

ინგრედიენტები (10 ცალზე):

წყალი - 250 მლ

ფქვილი - 130 გ

კვერცხი - 4 ც.

კარაქი  - 100 გ

მარილი - მწიკვი

 

მომზადება:

1.     ქვაბში დაასხით 1 ჭიქა წყალი და დადგით ცეცხლზე. როგორც კი წყალი დაიწყებს ადუღებას, დაამატეთ კარაქი და მარილი.

2.     როცა კარაქი გადნება, დაამატეთ გაცრილი ფქვილი და დაბალ ცეცხლზე ინტენსიურად დაიწყეთ ცომის მორევა. შედეგად რამდენიმე წუთში მიიღებთ ერთგვაროვან ცომს, კოშტების გარეშე.

3.     ცომი ოდნავ გააგრილეთ და ჩაახალეთ თითო-თითო კვერცხი. ყოველი კვერცხის დამატების შემდეგ კარგად მოურიეთ. მიიღებთ ერთგვაროვან და ბლანტ მასას. ცომი მზად არის.

4.     კულინარული ტომარის დახმარებით დასვით ნამცხვრები პერგამენტით გადაფარებულ ღუმელის ფორმაზე. შედგით 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და გამოაცხეთ ასეთ ტემპერატურაზე პირველი 15 წუთი. შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა 170-175 გრადუსამდე და გამოაცხეთ კიდევ 15-20 წუთი. ღუმელიდან უნდა გამოიღოთ გამორთვიდან 15 წუთში.

5.     ნამცხვრის შიგთავსისთვის შეიძლება მოამზადოთ ნებისმიერი კრემი.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა