
ინგრედიენტები:
კვერცხი - 2 ც.
არაჟანი - 1 ჭიქა
შაქარი - 1 ჭიქა
კარაქი - 100 გ
სოდა - 1 ჩ.კ.
ფქვილი - 2 ჭიქა
კრემისთვის:
კვერცხის გული - 2 ც.
შაქარი - 100 გ
კარაქი - 400 გ
მოხარშული სგუშჩონი - 1 ქილა
კაკაოს ფხვნილი - 2 ჩ.კ.
შავი შოკოლადი - 100 გ
ვანილი
მომზადება:
1. მიქსერით ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. დაამატეთ დარბილებული კარაქი, არაჟანი, ფქვილი, სოდა და მოზილეთ ცომი. გაყავით ცომი 6-7 ნაწილად და პერგამენტის ქაღალდზე გააბრტყელეთ თხელი ფენები (ასე უფრო ადვილად გააბრტყელებთ და გამოაცხობთ). თითოეული ფენა გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 3-5 წუთი.
2. სანამ ფენები გაგრილდება, მოამზადეთ კრემი. ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხის გულები და შაქარი კრემისებრ კონსისტენციამდე, დაამატეთ კარაქი, მოხარშული სგუშჩონი, კაკაო და ვანილი.
3. გაგრილებულ ფენებს წაუსვით კრემი, ზემოდან დააყარეთ გახეხილი შოკოლადი.
გემრიელად მიირთვით!