ინგრედიენტები:
ყაბაყი - 1 კგ
სოკო - 400 გ
გახეხილი ყველი (სურვილისამებრ) – 100 გ
ბრინჯი - 100 გ
მცენარეული ზეთი - 40 გ
მარილი, პილპილი - გემოვნებით
მწვანილი - გემოვნებით
ხახვი - 1-2 ც.
სტაფილო - 1 ც.
პომიდორი - 1-2 ც.
მომზადება:
1. ყაბაყი გაფცქვენით, დაჭერით 2-3 სმ სისქის რგოლებად, ამოაჭერით გული, დააყარეთ მარილი და პილპილი.
2. სოკო სამჯერ აადუღეთ და გამოუცვალეთ წყალი და ყოველ ჯერზე გადაავლეთ. შეწვით ზეთზე და დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და სტაფილო, დააყარეთ მარილი და პილპილი.
3. მოხარშეთ ბრინჯი და გადაურიეთ სოკოს მასას.
4. ყაბაყის რგოლები დააწყეთ ზეთიან ტაფაზე ან ღუმელის ფორმაზე. იქვე შეიძლება ჩაამატოთ ცოტაოდენი წყალი, იმისათვის რომ ყაბაყი არ გამოვიდეს მშრალი. თითოეულ რგოლში მოათავსეთ ბრინჯისა და სოკოს ნარევი, მოაყარეთ ცოტაოდენი გახეხილი ყველი, ზემოდან დაადეთ პომიდვრის რგოლი და ისევ მოაყარეთ გახეხილი ყველი.
5. შედგით 180-200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით.
6. კერძი მზად არის. გადაიღეთ თეფშზე და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!