საჭირო მასალა:
მზა საფუვრიანი ცომი - 1 კგ.
ყველი (ჭყინტი და ნაკლებად მარილიანი) - 800 გ
მოხარშული კვერცხი - თითო ღვეზელისთვის 2 ცალი
კვერცხი (თავზე გადასასმელად) - 1 ცალი
მომზადება:
ღვეზელს შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმა მისცეთ, თუმცა სასურველია ნახევარმთვარისებური გამოაცხოთ.
გაფუებული ცომი გაყავით სასურველი ზომის გუნდებად და დაალაგეთ 10-15 წუთი, ხელახლა ასაფუებლად. მოხარშული კვერცხები დაჭერით რამდენიმე ნაწილად და ყველი გახეხეთ.
ნახევარმთვარისებურად გააბრტყელეთ ცომი. ერთ ნაწილზე დაალაგეთ ყველი და გაჭრილი კვერცხები, ზემოდან კი ცომის მეორე ნაწილი გადმოაფარეთ. გამოცხობის წინ თავზე ათქვეფილი კვერცხი გადაუსვით და 180-200 გრადუსზე 20-25 წუთი აცხვეთ, სანამ არ შეიბრაწება.