რეცეპტები / ქართული სამზარეულო / ლობიო ნიგვზით და ბროწეულით
ლობიო ნიგვზით და ბროწეულით

ინგრედიენტები:

ლობიო - 500 გ

წითელი წიწაკა - 1 ც.

ბროწეულის მარცვლები - 3 ს.კ.

ნიგოზი - 1 ჭიქა

მცენარეული ზეთი - 1 ს.კ.

ნიორი - 2 კბილი

დაფქული დარიჩინი - მწიკვი

ქინძი - 1 კონა

ბროწეულის წვენი - 0,5 ჭიქა

ხახვი - გემოვნებით

ზაფრანა - მწიკვი

დაფქული მიხაკი - მწიკვი

მარილი, პილპილი - გემოვნებით

 

მომზადება:

ლობიო გარეცხეთ, დაასხით წყალი და მიიყვანეთ დუღილამდე. გადმოდგით და გადაწურეთ წყალი. ისევ დაასხით წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე და ხარშეთ 3 წუთი. შემდეგ გადაიღეთ თუშფალანგზე. დაასხით ახალი წყალი, დაამატეთ ზეთი, მიიყვანეთ დუღილამდე და ხარშეთ მზადყოფნამდე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.                                                                                                                                                   

ნიგოზი დანაყეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. წიწაკა დაჭერით წვრილ რგოლებად. ნიორი დანაყეთ ან გაატარეთ მანქანაში ნიგოზთან ერთად. ქინძი წვრილად დაჭერით.                                                                                                      

მოამზადეთ შესაკაზმი: ჯამში გადაურიეთ ერთმანეთში ნიგოზი, ნიორი, ქინძი, წიწაკა, სანელებლები, მარილი, პილპილი და ბროწეულის წვენი. 

ხახვი დაჭერით თხელ ნახევარრგოლებად და დაამატეთ ცხელ ლობიოს. დაამატეთ შესაკაზმი და კარგად აურიეთ. გადაიღეთ ლანგარზე და მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა