რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / „თოვლის“ ტორტი
„თოვლის“ ტორტი

ინგრედიენტები:

ფქვილი - 100 გ

კვერცხი - 4 ც.

შაქარი - 150 გ

ხაჭო - 500 გ

დაკონსერვებული ატამი - 700 გ

შაქრის პუდრი - 100 გ

ჟელატინი - 15 გ

ნაღები - 180 მლ

სახამებელი - 8 გ

ვანილი

 

მომზადება:

1.     ათქვიფეთ კვერცხი შაქართან. დაამატეთ ფქვილი და სახამებელი და კარგად აურიეთ. გამოაცხეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.

2.     ჟელატინი დაალბეთ ცივ წყალში. გაადნეთ წყლის აბაზანაზე. ხაჭო გახეხეთ საწურში და გადაურიეთ დაკონსერვებული ატმის სიროფს. დაამატეთ შაქრის პუდრი, ვანილი, ათქვეფილი ნაღები და ჟელატინი. კარგად აურიეთ.

3.     გამომცხვარი ბისკვიტი მოათავსეთ ფორმაში. ზემოდან გაანაწილეთ ატმის ნაჭრები და მოასხით ხაჭოს მასა. შედგით მაცივარში 6 საათით. მორთეთ ატმით და სიროფით.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა